თავში

"ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება ყველა მსურველისათვის" - NCDC

"ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება ყველა მსურველისათვის" - NCDC
ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება ყველა მსურველისათვის - NCDC

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:

"მსოფლიოში ვაქცინის შეზღუდული რაოდენობის ხელმისაწვდომობის გამო, გამოყოფილია პრიორიტეტული ჯგუფები, რომელთაც დაავადების გართულებებისა და სიკვდილობის ყველაზე მაღალი რისკი აქვთ.

ვაქცინების წარმოება იზრდება. უფრო მეტი ვაქცინაა მარეგულირებლების დასტურის რიგში. ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება ყველა მსურველისათვის.ამ ეტაპზე საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრა შეუძლიათ:

ჯანდაცვის მუშაკებს;
55 წლის და უფროს ადამიანებს;
დიალიზზე მყოფ და ორგანო გადანერგილი პაციენტებს.

ვაქცინაციის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვით პლატფორმას booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system