თავში

ვაქცინებმა შესაძლოა, ძალა დაკარგოს - რა ინფორმაციას ავრცელებს კულუბეგოვი

ვაქცინებმა შესაძლოა, ძალა დაკარგოს - რა ინფორმაციას ავრცელებს კულუბეგოვი
ვაქცინებმა შესაძლოა, ძალა დაკარგოს - რა ინფორმაციას ავრცელებს კულუბეგოვი

ცნობილი ალერგოლოგ-იმუნლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში გამოცემა Nature-ს მასალას აქვეყნებ წერს და აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ვაქცინებმა შესაძლოა კოვიდის ახალ შტამებზე ვეღარ იმოქმედოს. 

"არსებულმა ვაქცინებმა შესაძლოა დაკარგონ ძალა ვირუსის ახალი ვარიანტების მიმართ! p.s. შეიქმნება მეორე გენერაციის ვაქცინები, თუ ამის საჭიროება იქნება სულ რაღაც 4-6 კვირაში" - წერს კულუმბეგოვი. 

 Nature-ს ცნობით, კორონავირუსთან დაკავშირებული ახალი კვლევების საფუძველზე სპეციალისტები აცხადებენ, რომ ვაქცინა, შესაძლოა, ვირუსის ახალი ვარიანტების წინააღმდეგ ნაკლებეფექტური აღმოჩნდეს.

კვლევები Moderna-სა და Pfizer-BioNTech-ის მიერ წარმოებულ 2 წამყვან ვაქცინასთან დაკავშირებით ჩატარდა. 

კვლევა ნიუ-იორკის როკფელერის უნივერსიტეტმა ჩაატარა. ექსპერიმენტში 20 მოხალისე მოანწილეობდა, რომელთაც Moderna-სა და Pfizer-BioNTech-ის ვაქცინები ჰქონდათ გაკეთებული. სპეციალისტებმა სისხლის ორი დოზა აიღეს. ორივე ვაქცინის ორგანიზმში შეყვანის შემთხვევაში ვირუსის წინააღმდეგ იმუნური მოლეკულები - ანტისხეულები გამომუშავდება, რომელთაც ვირუსის მატარებელი ცილის ეკლების ამოცნობა და განეიტრალება შეუძლია. მეორე ვაქცინაციიდან 3-14 კვირაში ორგანიზმში ანტისხეულები გამომუშავდა, რომელთაც კორონავირუსის (SARS-CoV-2 -ის) ამოცნობა შეუძლიათ. თუმცა, დაკვირვებამ აჩვენა, რომ ეს ანტისხეულები ვირუსის პირველია ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტურია, მაგრამ მისი ეფექტი მნიშვნელოვნად შემცირდა ვირუსის ზოგიერთი ახალი შტამის შემთხვევაში.

ამ კვლევის საფუძველზე მეცნიერები აცხადებენ, რომ შესაძლოა კორონავირუსის ისეთი მუტირებული ვარიანტები გაჩნდეს, რომელთა წინააღმდეგ არსებული ვაქცინები არაეფექტური იქნება და მისი განახლება გახდება საჭირო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system