თავში

ვაქცინის არსებობა კორონავირუსის დასრულებას არ ნიშნავს - ჯანმო

ვაქცინის არსებობა კორონავირუსის დასრულებას არ ნიშნავს - ჯანმო
ვაქცინის არსებობა კორონავირუსის დასრულებას არ ნიშნავს - ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინის შექმა პანდემიის დასრულებას არ ნიშნავს. 

ტედროს ადანომ გებრეისუსი შეშფოთებას გამოთქვამს იმის თაობაზე, რომ ვაქცინების წარმატებამ საზოგადოებაში პანდემიის დასრულების აღქმა გააძლიერა, თუმცა, მისი თქმით, პანდემიის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. 

გებრეისუსის თქმით, მას კარგად ესმის, რომ ხალხი დაიღალა, რადგან მსოფლიოსთვის რთული წელი იყო, თუმცა რეალობა კვლავ არ შეცვლილა. 

"ვაქცინების წარმატება ყველას გვაძლევს შესაძლებლობას, გვირაბის ბოლოს სინათლე დავინახოთ, თუმცა პანდემიის დასრულებამდე წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა. გადაწყვეტილებები, რომელსაც მოსახლეობა და მთავრობები მიიღებენ, განსაზღვრავს მის მიმართულებას მოკლევადიან პერიოდში და საბოლოო ჯამში იმას, თუ როდის დასრულდება პანდემია.

სიმართლე ის არის, რომ ამჟამად ბევრ ადგილას კორონავირუსის ძალიან მაღალი გავრცელება აღინიშნება, რაც უდიდესი დატვირთვაა საავადმყოფოების, ინტენსიური თერაპიის განყოფილებებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის“ – განაცხადა გებრეისუსმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system