თავში

ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის პროექტი უკვე არსებოს - გამყრელიძე

ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის პროექტი უკვე არსებოს - გამყრელიძე
ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის პროექტი უკვე არსებოს - გამყრელიძე

კოვიდვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის პირველი დასრულებული პროექტი უკვე არსებოს, რომელიც დასამტკიცებლად ჯერ საკოორდინაციო საბჭოს გადაეგზავნება და შემდეგ საქართველოს მთავრობას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, ამ პროექტის შექმნაზე სპეციალურმა სამუშაო ჯგუფებმა თვე-ნახევრის განმავლობაში ინტენსიურად იმუშავეს.

"გასულ წელს შეიქმნა სამუშაო კომისია სხვადასხვა სამინისტროების მონაწილეობით კოვიდვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის შესამუშავებლად. შექმნილი იყო სამუშაო ჯგუფები, რომლებმაც თვე-ნახევრის განმავლობაში ინტენსიურად იმუშავეს და დღეს უკვე არსებობს პირველი დასრულებული პროექტი ამ ეროვნული გეგმის. დღვანდელ საბჭოზე მოხდა დასრულებული ვერსიის წარდგენა. იყო განხილვა, წინადადებები, შენიშვნები და რა თქმა უნდა, კონსესუსის წესით მოხდა გეგმის მიღება, რომელიც გარკვეული ფორმალური პროცედურების შემდეგ წარედგინება ჯერ საკოორდინაციო საბჭოს და შემდეგ საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად", – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system