თავში

"ვაქცინის ექსპერიმენტულობაზე საუბარი ამით დასრულებულია" - ნანა გეგეჭკორი

"ვაქცინის ექსპერიმენტულობაზე საუბარი ამით დასრულებულია" - ნანა გეგეჭკორი
ვაქცინის ექსპერიმენტულობაზე საუბარი ამით დასრულებულია - ნანა გეგეჭკორი

ამერიკაში მცხოვრები ექიმი, კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მედიკოსი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე, "ფაიზერის" ვაქცინის სრულ ავტორიზაციას ეხმაურება.

"Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა სრულად ავტორიზებულია.

ვაქცინის ექსპერიმენტულობაზე საუბარი ამით დასრულებულია.

აიცერით და გადარჩით კოვიდით სიკვდილს და ინვალიდიზაციას.

აცრასთან ერთად არ დაგავიწყდეთ პრევენციის მარტივი წესები, ნიღაბი, დისტანცია, ჰიგიენა. ოთხივე კომპონენტი ერთად სიცოცხლის გარანტიაა ამ ურთულეს პერიოდში", - წერს ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, FDA-მ Pfizer-ის ვაქცინას სრული ავტორიზაცია მიანიჭა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system