თავში

ვაქცინის მიღების მსურველებმა რეგისტრაცია სპეციალურ პორტალზე უნდა გაიარონ

ვაქცინის მიღების მსურველებმა რეგისტრაცია სპეციალურ პორ
ვაქცინის მიღების მსურველებმა რეგისტრაცია სპეციალურ პორტალზე უნდა გაიარონ

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალური პორტალი შექმნა, სადაც რეგისტრაცია Covid-19-ის ვაქცინის მსურველებმა უნდა გაიარონ. 

მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ დროისთვის რეგისტრირებულია 64 000-ზე მეტი ადამიანი. მათ რიგისა და პრიორიტეტული ჯგუფების მიხედვით სამინისტროს წარმომადგენლები გაანაწილებენ. 

ქვეყანაში დღეს შემოსული ვაქცინის პირველი დოზებით სამედიცინო პერსონალი აიცრება. მომდევნო ჯგუფი მოხუცთა თავშესაფრის ბინადრები იქნებიან, ხოლო შემდგომ დაიწყება მოსახლეობის აცრა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, რაშიც იგულისხმება, რომ ვაქცინას ჯერ 75+ ასაკობრივი კატეგორიის მოქალაქეები მიიღებენ და შემდეგ უფრო ახალგაზრდები. 

ვაქცინის მისაღებად რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია პორტალზე: https://booking.moh.gov.ge/

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system