თავში

ვაქცინის შემდეგ მწვავე რეაქცია საქართველოში კიდევ ერთ პაციენტს განუვითარდა

ვაქცინის შემდეგ მწვავე რეაქცია საქართველოში კიდევ ერთ პაციენტს განუვითარდა
ვაქცინის შემდეგ მწვავე რეაქცია საქართველოში კიდევ ერთ პაციენტს განუვითარდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, "ასტრაზენეკას" ვაქცინით აცრის შემდეგ მწვავე ალერგიული რეაქცია კიდევ ერთ ადამიანს გამოუვლინდა.

როგორც გამყრელიძე ამბობს, იყო თუ არა ეს ანაფილაქსიური შოკი, შესაბამისი კვლევების შემდეგ გახდება ცნობილი.

"ვადასტურებ, რომ იყო კიდევ ერთი ალერგიული გართულება, ვაქცინაციის შემდეგ, თუმცა საბედნიეროდ მალევე მოხდა მისი განეიტრალება. პერსონალურ ინფორმაციას ვერ მოგცემთ, თუმცა ახალგაზრდა ქალბატონია, რომელსაც ერთ-ერთ კლინიკაში ვაქცინის შემდეგ განუვითარდა მწვავე რეაქცია. იქ კლინიკამ დაწერა ანაფილაქსიური შოკი, თუმცა იყო თუ არა ეს ანაფილაქსიური შოკი, ამაზე დასკვნა უნდა დადოს გვერდითი მოვლენების საბჭომ. პაციენტი ახლა კარგად არის, " - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system