თავში

ვაქცინის შემოტანის საკითხზე "გეფაში" შეხვედრა გვაქვს ამირან გამყრელიძის შვილთან - ჩალაძე

ვაქცინის შემოტანის საკითხზე "გეფაში" შეხვედრა გვაქვს ამირან გამყრელიძის შვილთან - ჩალაძე
ვაქცინის შემოტანის საკითხზე გეფაში შეხვედრა გვაქვს ამირან გამყრელიძის შვილთან - ჩალაძე

დღეს მივდივარ "გეფაში" პირველ, გაცნობით შეხვედრაზე. ახლა ჩვენი ერთადერთ მიზანია ვაქცინის საქართველოში შემოტანა და შევხედოთ, რამდენად შეგვეძლება ერთმანეთთან ჩვენი მიზნებისა და ინტერესების დაახლოება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა და გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელმა გიორგი ჩალაძემ განაცხადა.

ჩალაძის თქმით, ის მომხრეა, რომ ამ შეხვედრას პრემიერ-მინისტრი ან ნებისმიერი მაღალი თანამდებობის პირი დაესწროს, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში ვაქცინის შემოტანას. 

"დღეს მივდივარ "გეფაში" შეხვედრაზე. ეს იქნება პირველი, გაცნობითი შეხვედრა, უნდა შევხვდე ამირან გამყრელიძის შვილს. მართალია ასეთი საკითხები ერთი შეხვედრით არ გვარდება, მაგრამ ახლა ჩვენი ერთადერთ მიზანი არის ვაქცინის საქართველოში შემოტანა და შევხედოთ, რამდენად შეგვეძლება ერთმანეთთან ჩვენი მიზნებისა და ინტერესების დაახლოება. მე ასევე დიდი სურვილი მაქვს, ამ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს პრემიერ-მინისტრმა ან ნებისმიერი მაღალი თანამდებობის პირმა, ვისაც შეუძლია ხელი შეგვიწყოს, ერთად ჩამოვიტანოთ ვაქცინა. მე არანაირი ბიზნეს ინტერესი არ გამაჩნია ვაქცინასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ახლა სასწორის ერთ მხარეს არის ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და მეორე მხარეს არის უვიცობა, რომელმაც განაპირობა ის, რომ დღეს ვაქცინა არ არის საქართველოში შემოტანილი", - განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system