თავში

ვანო მერაბიშვილი დღეს ციხეს დატოვებს

ვანო მერაბიშვილი დღეს ციხეს დატოვებს
ვანო მერაბიშვილი დღეს ციხეს დატოვებს

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი დღეს ციხეს დატოვებს. 20 თებერვალს მერაბიშვილს სასჯელის ვადა ეწურება. ვანო მერაბიშვილი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს.

საერთო სასამართლოებში მერაბიშვილის მიმართ განხილული საქმეები და სასჯელის ვადები შემდეგია:

1. “აკურას“ ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის საქმე – 2 წელი და 3 თვე;

2. სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების გადამალვა – 3 წელი;

3. აქციის დარბევა 2011 წლის 26 მაისს – 4 წელი და 6 თვე;

4. მითვისება გაფლანგვა და ამომრჩევლის მოსყიდვა – 5 წელი;

5. ვალერი გელაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორება – 6 წელი და 9 თვე.

სასჯელის შთანთქმის პრინციპით, ვანო მერაბიშვილს სასჯელის საბოლოო სახედ 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system