თავში

კალიების დიდი რაოდენობა წეროვანში - VIDEO

კალიების დიდი რაოდენობა წეროვანში - VIDEO
კალიების დიდი რაოდენობა წეროვანში  - VIDEO

თბილისის შემდეგ, კალიების დიდი რაოდენობა ამჯერად წეროვანში გამოჩნდა. ფაქტის ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში გურამ მეგრელიშვილი ავრცელებს. 

როგორც report.ge-ს სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, მავნებლების წინააღმდეგ შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.

უწყების ცნობით, კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში კალიის საწინააღმდეგოდ 35 ათასი ჰექტარი ფართობია დამუშავებული.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის ნიკა მესხის განცხადებით, წინა წლებთან შედარებით წელს კალიების გავრცელების მაჩვენებელი უფრო მეტია, რაც კლიმატური პირობებითაა გამოწვეული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system