თავში

ჯავახეთის ეროვნულ პარკში ვარდისფერი ფლამინგო იპოვეს - PHOTO

ვარდისფერი ფლამინგო იპოვეს
ჯავახეთის ეროვნულ პარკში ვარდისფერი ფლამინგო იპოვეს - PHOTO

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჯავახეთის ეროვნულ პარკში ვარდისფერი ფლამინგო იპოვეს. ინფორმაციას და ფოტოებს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

ფრინველთა ეს სახეობა ამ ტერიტორიაზე არ ბინადრობს, სავარაუდოდ ის გადაფრენისას, ჯგუფს ჩამორჩა. ფლამინგო პარკის რეინჯერმა გაგიკა მიკოსიანმა აღმოაჩინა და მას დახმარება გაუწია.

ჯავახეთის ეროვნულ პარკში ფლამინგოს გამოჩენის ეს პირველი შემთხვევა არ არის, ამ სახეობის წარმომადგენელი 2016 წელსაც შენიშნეს. ტბებით, უნიკალური ჭაობებით, სუბალპური და ალპური მდელოებით მდიდარი ჯავახეთის ეროვნული პარკი მადათაფის, სულდის, ხანჩალის, კარწახისა და ბუღდაშენის აღკვეთილებს აერთიანებს. იგი ჯავახეთის ზეგანზე ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში მდებარეობს. 

 აქ გადის ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დერეფანი, მათ განსაკუთრებით იზიდავს ხანჩალის ტბა – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თბილი და პატარა ტბა. მისი სიღრმე 80 სმ შეადგენს, ხოლო ანკარა წყალი ფრინველებს თევზების დაჭერაში უწყობს ხელს. ჯავახეთში წლის სხვადასხვა დროს, 140 სახეობის მობუდარ და გადამფრენ ფრინველთა ნახვაა შესაძლებელი.

ფლამინგოებს გრძელი წვრილი ფეხები და მოქნილი კისერი აქვთ. გავრცელებულნი არიან ევროპაში, აზიაში, აფრიკაში, ცენტრალურსა და სამხრეთ ამერიკაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system