თავში

ვარკეთილის ბაზრობის ტერიტორია დაზღვეულია - ანაზღაურდება თუ არა ზარალი

ვარკეთილის ბაზრობის ტერიტორია დაზღვეულია - თუ არა ზარალი
ვარკეთილის ბაზრობის ტერიტორია დაზღვეულია - ანაზღაურდება თუ არა ზარალი

სამგორის რაიონის გამგებელის, კახა სამხარაძის ინფორმაციით, ვარკეთილის შერეული ბაზრობის ტერიტორია საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში, კომპანია “ირაოს” მიერ არის დაზღვეული და ზარალის ანაზღაურება და ზარალი მათი დასკვნის საფუძველზე ანაზღაურდება. 

მისივე თქმით, ყველა დაზარალებულის შემთხვევა ინდივიდუალურად იქნება განხილული.

„ბაზრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა დასრულდა. გამოიკვეთა, რომ არსებული ტერიტორია დაზღვეულია საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში, კომპანია „ირაოს” მიერ. კომპანიის წარმომადგენლები უკვე მოვიდნენ ადგილზე და ეცნობიან სიტუაციას, დაველოდებით მათ დასკვნას და გვეცოდინება რა ანაზღაურება მოხდება. დაზღვეულია შენობა, რაც შეეხება დაზარალებულებს ყველა ინდივიდუალურად იქნება განხილული,” - განაცხადა კახა სამხარაძემ.

სადაზღვეო კომპანია "ირაოსა" და ბაზრის ადმინისტრაციას შორის ამ წუთებში მოლაპარაკებები მიმდინარეობს. სადაზღვეო კომპანიის წარმომადგენლის ნინო მინდორაშვილის განცხადებით, კომპანია ზარალს აანაზღაურებს, რის შემდეგაც, თავად ადმინისტრაცია მიიღებს გადაწყვეტილებას ყოველ დაზარალებულ მოვაჭრესთან დაკავშირებით.

"ეს არის მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევა. ზარალის შემთხვევაში ანაზღაურება გათვალისწინებულია და დაითვლება ყველაფერი,"- განაცხადა სადაზღვეო კომპანია "ირაოს" წარმომადგენელმა.

თავად მოვაჭრეები კი აცხადებენ, რომ დაზღვევის შესახებ მათ ინფორმაცია არ ჰქონიათ და ინდივიდუალური დაზღვევა აქვთ. მათი მთავარი მოთხოვნა ზარალის ანაზღაურება და სახელმწიფოს მხრიდან დახმარებაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system