თავში

ვარკეთილში ანა დოლიძის ინიციატივით ყველის ფესტივალი გაიმართა

ვარკეთილში ანა დოლიძის ინიციატივით ყველის ფესტივალი გაიმართა
ვარკეთილში ანა დოლიძის ინიციატივით ყველის ფესტივალი გაიმართა

ვარკეთილში ყველის ფესტივალი გაიმართა. ინიციატორები პარტია "ანა დოლიძე - ხალხისთვის" მერობის კანდიდატი ანა დოლიძე და სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ანა მიქაძე ჩიკვაიძე იყვნენ. 

მათი განცხადებით სამგორს კახეთთან სიახლოვის გამო აქვს დიდი ტურისტული პოტენციალი, რათა ეთნოგრაფიული ეკონომიკური განვითარების წყაროდ გადაიქცეს. 

"სიმბოლურიც კია, რომ პერმანენტულად იმართებოდეს ფესტივალები. ასეთ ღონისძიებებს მხოლოდ თბილისის ცენტრში არ უნდა ვხედავდეთ. მე როგორც ეთნოგრაფიით დაკავებულ მკვლევარს, პოლიტიკოსის რანგშიც ეს მიმართულება მაქვს არჩეული. ჩემი სურვილია, ამ ტიპის დასახლებები იქცეს სამეურნეო კულტურის მარგალიტებად. ეს იქნება პირველ რიგში ეკონომიკური შესაძლებლობა და შემოსავლის წყარო რიგითი ადამიანებისთვის", - განაცხადა ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system