თავში

ვარკეთილში, ჩამონგრევის საფრთხის გამო, კორპუსიდან მოსახლეობა გამოიყვანეს

ჩამონგრევის საფრთხის გამო, კორპუსიდან მოსახლეობა გამოიყვანეს
ვარკეთილში, ჩამონგრევის საფრთხის გამო, კორპუსიდან მოსახლეობა გამოიყვანეს

ევაკუაცირებულია ვარკეთილის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, 112-ში შევიდა შეტყობინება კორპუსის ჩამონგრევის საფრთხის შესახებ.

მეხანძრე-მაშველებმა 18 ოჯახის ევაკუაცია განახორციელეს. დაშავებული არავინ არის.

ადგილზე მობილიზებულია როგორც სახანძრო-სამაშველო, ისე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და პოლიცია. 

სამგორის რაიონის გამგებლის, კახა სამხარაძის ცნობით, კორპუსში კიბის უჯრედებმა დაიწია.

„დაიწყება გამაგრებითი სამუშაოები და ვიდრე დასრულდება, კორპუსის მაცხოვრებლებს მერია უზრუნველყოფს საცხოვრებლით. ეს არის მესამე ხარისხის დაზიანება“, – განაცხადა კახა სამხარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system