თავში

ვარკეთილში, საცხოვრებელი კორპუსის ევაკუაცია ფასადის ჩამოშლამ გამოიწვია - VIDEO

ვარკეთილში, კორპუსის ევაკუაცია ფასადის ჩამოშლამ გამოიწვია - VIDEO
ვარკეთილში, საცხოვრებელი კორპუსის ევაკუაცია ფასადის ჩამოშლამ გამოიწვია - VIDEO

შინაგან საქმნეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ვარკეთილში საცხოვრებელი კორპუსის ევაკუაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

„ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან ჩამოშლილი იყო საყრდენი კედლის გარე ფასადის ნალესი და დაბზარული იყო კედლები“, - ნათქვამია განცხადებაში.

სამაშველო ჯგუფის მიერ სიტუაციის შეფასების შემდეგ, სადარბაზოდან 18 ოჯახის ევაკუაცია მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო როგორც სახანძრო-სამაშველო, ისე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და პოლიცია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system