თავში

ვარკეთილში ხანძარი ლოკალიზებულია

ვარკეთილში ხანძარი ლოკალიზებულია
ვარკეთილში ხანძარი ლოკალიზებულია

ვარკეთილში ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ამ წუთებში მიმდინარეობს ცეცხლის სრულად ლიკვიდაციის სამუშაოები. ამის შესახებ განცხადება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა ოთარ კერესელიძემ გააკეთა. მისი თქმით დამწვარია დაახლოებით 1000 კვმ ფართობი. 

ოთარ კერესელიძის განცხადებით, არსებობდა ბენზინგასამართ სადგურზე ხანძრის გავრცელების საფრთხე. თუმცა ამ ეტაპისთვის საშიშროება მოხსნილია. 

ადგილზე 25 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system