თავში

ვარკეთილში კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა

ვარკეთილში კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა
ვარკეთილში კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა

ვარკეთილში, სადაც ამ წუთებში ბაზრის ტერიტორიაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს, კიდევ ერთი მოქალაქე დაშვდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ის შეუძლოდ გახდა , გონება დაკარგა და დაეცა, რა დროსაც დაზიანება თავის არეში მიიღო. მას პირველადი დახმარება ადგილზე მობილიზებულმა სასწრაფო დახმარების ექიმებმა გაუწიეს. 

ვარკეთილში ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ამ წუთებში მიმდინარეობს ცეცხლის სრულად ლიკვიდაციის სამუშაოები. მსუბუქად დაშავდა პოლიციელი და ერთი მოქალაქე. ორივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system