თავში

"ვარლამ გოლეთიანს ვურჩევდი, კენჭი იყაროს ქუთაისის მერის პოსტზე" - ხუხაშვილი

"ვარლამ გოლეთიანს ვურჩევდი, კენჭი იყაროს ქუთაისის მერის პოსტზე" - ხუხაშვილი
ვარლამ გოლეთიანს ვურჩევდი, კენჭი იყაროს ქუთაისის მერის პოსტზე - ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ხუხაშვილი "ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანს მიმართავს და ქუთაისის მერის პოსტზე კენჭისყრას ურჩევს.

"გოლეთიანს არ უნდა პოლიტიკა, მაგრამ მას სწორად პოლიტიკა უპირისპირდება, როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციური.

თუ გაქვს კითხვები პოლიტიკოსებთან, ისინი კი პასუხის ნაცვლად ზემოდან გიყურებენ, გაქილიკებენ, გლანძღავენ, ცილს გწამებენ, უნდა შეცვალო ხელისუფლება.

ეს არის ყველაზე ეფექტური კანონიერი გზა.

ვარლამ გოლეთიანს ვურჩევდი, კენჭი იყაროს ქუთაისის მერის პოსტზე და დაამტკიცოს რომ ხალხის, როგორც ძალაუფლების წყაროს თვალში არ იკრავს ტალახის ნიაღვარს", - წერს ხუხაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system