თავში

ვარშავა-თბილისის სპეცრეისით დღეს საქართველოში 170 მოქალაქე დაბრუნდება

ვარშავა-თბილისის სპეცრეისით დღეს საქართველოში 170 მოქალაქე დაბრუნდება
ვარშავა-თბილისის სპეცრეისით დღეს საქართველოში 170 მოქალაქე დაბრუნდება

უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ავიაკომპანია Myway Airlines მორიგ ჩარტერულ რეისს პოლონეთის მიმართულებით განახორციელებს. სარეპატრიაციო რეისით, ვარშავიდან საქართველოს 170 მოქალაქე დაბრუნდება. პარალელურად, პოლონეთის მიმართულებით, ჩანიშნულ რეისზე როგორც საქართველოს ისეუცხო ქვეყნის მოქალაქეები გაემგზავრებიან.

თვითმფრინავი ვარშავას მიმართულებით დღის 12:00 საათზე გაფრინდება და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თბილისის დროით 20:05 საათზე დაბრუნდება.

საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეები შემოწმების შემდეგ სხვადასხვა საკარანტინო ზონებში გადანაწილდებიან.

საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, ივლისის განმავლობაში ფრენების განხორციელება ასევე დაგეგმილია ბარსელონას, რომის, პარიზის და ათენის მიმართულებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system