თავში

ვართ პიკში, თუ არ გავლაღდებით ინფექცია უკუსვლას დაიწყებს - ამირან გამყრელიძე

ვართ პიკში, თუ არ გავლაღდებით ინფექცია
ვართ პიკში, თუ არ გავლაღდებით ინფექცია უკუსვლას დაიწყებს - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ახლა ვირუსის გავრცელების პიკურ პერიოდში ვართ და შესაბამისად მალე დაღმასვლა უნდა დაიწყოს.

ამიტომ, გამყრელიძის თქმით,  ჯერჯერობით ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების შემსუბუქებაზე ამ ეტაპზე არ ფიქრობენ.

"ჯერჯერობით საუბარი არ არის სხვა შეზღუდვის შემსუბუქებაზე, რადგან ჩვენ პიკში ვართ. ასევე, სამწუხაროდ, დღეს დეკემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი ციფრი გვქონდა სიკვდილობის, ამასაც ვამბობდით. ბევრი პარამეტრით, პროგნოზირება უმადურია, მაგრამ გარკვეული პარამეტრების მიხედვით, ვფიქრობთ, ვართ პიკში ვართ და ყველაფერს ისე თუ დავიცავთ, რომ ძალიან არ გავლაღდებით, ალბათ ორი კვირის ფარგლებში ინფექციამ თანდათან უკუსვლა უნდა დაიწყოს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system