თავში

ვაქცინაციაზე მტკიცე უარი არ მაქვს - მეუფე ანტონი

ვაქცინაციაზე მტკიცე უარი არ მაქვს - მეუფე ანტონი
ვაქცინაციაზე მტკიცე უარი არ მაქვს - მეუფე ანტონი

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი აცხადებს, რომ კორონავირუსის ვაქცინაციის კატეგორიული წინააღმდეგი არ არის, თუმცა, მოვლენების განვითარებას დაელოდება.

,,პირადად ჩემი პოზიცია მკვეთრი უარყოფა არ არის. ამას სჭირდება ფართო მსჯელობა და ინფორმირება. მეცნიერება და რელიგია ერთმანეთის გარეშე, ერთი კოჭლია და მეორე ბრმა. 

რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავეცნოთ მეცნიერების და ექიმების შეხედულებებს. 

მე რომ გითხრათ, რომ ვაქცინას პირველ რიგში გავიკეთებ, არა. დავაკვირდები მოვლენებს, იმ ფაქტებს, გვერდითი მოვლენების ფაქტორებს, მაგრამ მტკიცე უარი არ მაქვს. რომ ვთქვა, მოვიკლავ თავს და არ გავიკეთებ, ასეთი რამ გამორიცხულია. თუმცა, ვინც გაიკეთებს, იმას არ უარვყოფ - ზიარებაზეც დავუშვებ," - განაცხადა მიტროპოლიტმა ,,რუსთავი 2-ის" ეთერში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system