თავში

ვაჟა-ფშაველას I კვარტალში სპორტული მოედანი და სკვერი განახლდა

​ვაჟა-ფშაველას I კვარტალში სპორტული მოედანი და სკვერი განახლდა
ვაჟა-ფშაველას I კვარტალში სპორტული მოედანი და სკვერი განახლდა

ვაჟა-ფშაველას I კვარტლის III კორპუსის მიმდებარედ საკალათბურთო მოედნისა და სკვერის განახლებადასრულდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში განხორციელდა.

თბილისის მერიის ცნობით, ტერიტორიაზე განახლდა სპორტული მოედნის საფარი, გულშემატკივრების ტრიბუნები და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. მოიხატა სტადიონის მიმდებარე კედელიც.

გარდა ამისა, ამავე ტერიტორიაზე არსებულ სკვერში დამონტაჟდა ახალი საპარკე ინფრასტრუქტურა - ურბანული ავეჯი, მოეწყო საბავშვო-გასართობი მოედანი, განათებისა და სარწყავი სისტემები, ასევე ფეხით სავალი ბილიკები.

სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას დასასვენებელი სივრცე გამწვანდა - დაირგო მცენარეები, ბალახი კი ინოვაციური მეთოდის გამოყენებით - ჰიდროთესვის პრინციპით დაითესა. აღნიშნული მეთოდით ბალახი სპეციალური მანქანით ითესება -ნიადაგს ესხურება თესლის, სასუქებისა და დამხმარე ნივთიერებებისგან შედგენილი ნარევი, რაც მისი ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

„დასასვენებელი სივრცე საბავშვო-გასართობ მოედნებს, არასტანდარტულ საპარკე ინფრასტრუქტურას, სპორტულ მოედნებს - ფიტნეს ზონასადა განახლებულ საკალათბურთო მოედანს მოიცავს. ჩვენი მიზანია, შევქმნათ კომფორტული და კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცეები, ასევე, ხელი შევუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და სპორტის პოპულარიზაციას“, - განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ.

სპორტული მოედნისა და სკვერის რეაბილიტაციისათვის 270 528 ლარი დაიხარჯა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system