თავში

ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერებმა, თეთრი ბუშტები და თეთრი ხალათი ახალგორის მიმართულებით ჰაერში გაუშვეს

ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერებმა, თეთრი ბუშტები და თეთრი ხალათი ახალგორის მიმართულებით ჰაერში გაუშვეს
ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერებმა, თეთრი ბუშტები და თეთრი ხალათი ახალგორის მიმართულებით ჰაერში გაუშვეს

სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან, ცხინვალის იზოლატორში დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ აქციაზე, თეთრი ბუშტები და მათზე გამობმული თეთრი ხალათი სიმბოლურად, ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით ჰაერში გაუშვეს. 

"ჩვენ გვინდა, გავუშვათ ეს თეთრი ხალათი ჰაერში, რათა გადალახოს მავთულხლართები და ვაჩვენოთ ყველას, რომ ექიმებს საზღვრები არ აქვთ. არც მშვიდობიანობის დროს და არც ომიანობის დროს. ჩვენი ერთადერთი მოთხოვნაა - თავისუფლება ვაჟა ექიმს",- განაცხადეს აქციის მონაწილეებმა. 

სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა, კოლეგებმა, პოლიტიკოსებმა და ექიმის მხარდამჭერებმა მშვიდობიანი აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებთან ერთად იმყოფებოდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები. შეგახსენებთ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ერთ თვეზე მეტია, ცხინვალის იზოლატორში პატიმრობაში იმყოფება. ექიმს, ე.წ. საზღვრის კვეთაში სდებენ ბრალს

ოკუპირებულ ცხინვალში 13 დეკემბერს ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი გაიმართა და ის პატიმრობაში დატოვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system