თავში

ვაჟა სირაძე: მსხვერპლი არ არის, უსაფრთხოება დაცულია

ვაჟა სირაძე: მსხვერპლი არ არის, უსაფრთხოება დაცულია
ვაჟა სირაძე: მსხვერპლი არ არის, უსაფრთხოება დაცულია

ვარკეთილში, სადაც ამ წუთებში მეხანძრეები ხანძრის ლიკვიდაციას ცდილობენ, საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე მივიდა. მისი ინფორმაციით დაშავებული არავინ არის და პერიმეტრზე უსაფრთხოება დაცულია. 

"ამ ეტაპისთვის, ჩაქრობითი სამუშაოები მიმდინარეობს. მაქსიმალურად მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ასევე, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები პერიმეტრის უსაფრთხოება უზრუნველყოფა. მსხვერპლი არ არის,"-განაცხადა ვაჟა სირაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხანძარი ვარკეთილის ბაზრობის ტერიტორიაზე რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. ცეცხლი რამდენიმე მაღაზიას მოედო. დამწვარია 1000 კვმ. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system