თავში

ვაჟა სირაძე: საპატრულო პოლიცია საგანგებო რეჟიმში მუშაობს

ვაჟა სირაძე: საპატრულო პოლიცია საგანგებო რეჟიმში მუშაობს
ვაჟა სირაძე: საპატრულო პოლიცია საგანგებო რეჟიმში მუშაობს

საპატრულო პოლიცია განაგრძობს საგანგებო რეჟიმში 24-საათიან მონიტორინგს, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ განაცხადა. ის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამართალდაცვითი თემატური ჯგუფის შეხვედრას ესწრებოდა, რომელსიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. 

ვაჟა სირაძემ თქვა, რომ საქართველოში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით დასწესებულ შეზღუდვებზე ისაუბრეს და შესაბამისი დავალებები მიიღეს. მისივე განცხაებით, გრძელდება მკაცრი კონტროლი სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე.

საპატრულო პოლიციის საზღვრის მართვის და კოორდინირების მთავარი სამმართველოს მესაზღვრე კონტროლირები კვლავ განაგრძობენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე მკაცრ კონტროლს და საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც მოგეხსენებათ, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები დაიშვებიან, რომლებიც სავალდებულო კარანტინს დაექვემდებარებიან“,- აღნიშნა ვაჟა სირაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორი გახარიამ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მოთხოვნით მიმართა.

სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერ პრემიერ-მინისტრის მოთხოვნას და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ დეკრეტი გამოსცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system