თავში

ვაჟა სირაძე: თუ მოახდენენ პარლამენტის პიკეტირებას, პოლიცია შესაბამის ზომებს მიიღებს

ვაჟა სირაძე: თუ მოახდენენ პარლამენტის პიკეტირებას, პოლიცია შესაბამის ზომებს მიიღებს
ვაჟა სირაძე: თუ მოახდენენ პარლამენტის პიკეტირებას, პოლიცია შესაბამის ზომებს მიიღებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, პარლამენტის ცენტრალური შესასვლელის პიკეტირება არ მოახდინონ.

სირაძის თქმით, საპატრულო პოლიცია უზრუნველყოფს მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას. მან ასევე არ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია აქციის მონაწილის დაკავების შესახებ. 

„ამ დროისათვის დაკავებული არავინ არის. საპატრულო პოლიცია უზრუნველყოფს მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას. მოვუწოდებთ ყველას, პარლამენტის ცენტრალური შესასვლელის პიკეტირება არ მოახდინონ. შეუძლიათ, გამოხატონ თავიანთი უფლებები, სიტყვის თავისუფლებას ჩვენ არავის ვუშლით. ჩაატარონ აქცია მშვიდ ვითარებაში, უბრალოდ ნუ გადაკეტავენ პარლამენტის შესასვლელს და ნუ მოახდენენ პარლამენტის პიკეტირებას“,- განაცხადა სირაძემ. 

მისივე თქმით, ვინც არ დაემორჩილება მოთხოვნას და მოახდენს შესასვლელების პიკეტირებას, პოლიცია შესაბამის ზომებს მიიღებს.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მოძრაობა "სირცხვილიას" და "შეცვალეს" მონაწილეები შენობის პიკეტირებას გეგმავენ. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიგა მაქარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არ მისცემენ დეპუტატების საშუალებას, რომ პარლამენტის შენობა დატოვონ.

საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდო.

პირველ ცდაზე რეგისტრაცია 138-მა დეპუტატმა გაიარა, განმეორებით რეგისტრაციაზე კი — 139 დეპუტატი დაფიქსირდა, მესამე მცდელობაზე — 141. ცვლილებების მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system