
ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.- ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ვაზიანი-შუამთის მონასტრის გადასახვევის მონაკვეთზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
სალომე კაპანაძე
ავტორი