თავში

ვაზიანის აეროდრომზე 150-მდე სამხედრო მედესანტე დაეშვა

ვაზიანის აეროდრომზე 150-მდე სამხედრო მედესანტე დაეშვა
ვაზიანის აეროდრომზე 150-მდე სამხედრო მედესანტე დაეშვა

მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2021-ის ფარგლებში, ვაზიანის აეროდრომზე 150 ქართველი და ამერიკელი სამხედრო საჰაერო ხტომით დაეშვა. სწავლების ამ ნაწილს თავდაცვის ძალების მაღალი რანგის პირებთან ერთად აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი დაესწრო. 

აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ Agile Spirit 2021-ს საქართველოსა და ამერიკის ძალები უდგას სათავეში. 

"ეს ერთობლივი წვრთნები, რომელიც თავს უყრის 15 მოკავშირე და პარტნიორი ძალების 2,500 სამხედროს, ხელს უწყობს მონაწილეთა მზადყოფნას, სიძლიერესა და თავსებადობას.

დღეს მოწმენი გავხდით ამ ერთობლივი წვრთნების შთამბეჭდავი სანახაობისა, როდესაც 150 ამერიკელი და ქართველი მედესანტე ვაზიანის აეროდრომზე დაეშვა", - ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system