თავში

"ვერ გეტყვით საიდან გავრცელდა ეს ინფორმაცია" - პაატა იმნაძე

"ვერ გეტყვით საიდან გავრცელდა ეს ინფორმაცია" - პაატა იმნაძე
ვერ გეტყვით საიდან გავრცელდა ეს ინფორმაცია - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე, საქართველოში ინდური შტამის გავრცელებას უარყოფს. 

"ჯერჯერობით, ჩვენს ქვეყანაში ინდური შტამი არ დადასტურებულა. ვერ გეტყვით საიდან გავრცელდა ეს ინფორმაცია, დადასტურებული რომ ყოფილიყო, ნამდვილად მეცოდინებოდა", - აცხადებს იმნაძე.

მისივე თქმით, კორონავირუსის ინდურ შტამებზეც "სინოფარმი"- "სინოვაკის" ტიპის ვაქცინები და "ასტრაზენეკა" კარგად მოქმედებს.

"რაც ჩვენ ინფორმაცია გვაქვს ინდოელი კოლეგებისგან, იგივე, ვაქცინებს რაც შეეხება, იქ ორი ტიპის ვაქცინაა, ერთია "სინოფარმი"/"სინოვაკის" ტიპის, მეორე ესაა "ასტრაზენეკა", ოღონდ ინდოეთში ნაწარმოები. ორივე ეს ვაქცინა ძალიან კარგად მუშაობს ინდურ შტამებზე, ამიტომ, ვაქცინების მხრივ პრობლემა არ არის. ის რაც ყველა სხვა შტამისგან იცავს - ანუ პირბადე და დისტანციის დაცვა, ძალიან კარგად მუშაობს ინდურ შტამზეც. ასე რომ, არაფერი დიდად არ შეიცვლება, უბრალოდ, ბრიტანული შტამის მსგავსად, ის უფრო სწრაფად ვრცელდება,"-განაცხადა პაატა იმნაძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში. 

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლადო კახაძის ინფორმაციით, საქართველოში „ინდური შტამის“ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.

კახაძის ინფორმაციას უარყოფს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე. მისი თქმით, „ინდური შტამი“ ჩვენს ქვეყანაში ლაბორატორიულად არ დაფიქსირებულა.

ამასთან, გამყრელიძე განმარტავს, რომ აღნიშნულ შტამთან დაკავშირებით აჟიოტაჟის შექმნა არ ღირს, რადგან ინდოეთში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება ე.წ ინდური შტამით არ არის გამოწვეული.

ინდური შტამის შესახებ ლადო კახაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ასევე არ დაადასტურა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system