თავში

ვეძებ დახმარების გზებს - ბერა ავსტრალიის ხანძრებს ეხმაურება

ვეძებ დახმარების გზებს - ბერა ავსტრალიის ხანძრებს ეხმაურება
ვეძებ დახმარების გზებს - ბერა ავსტრალიის ხანძრებს ეხმაურება

მუსიკოსი ბერა ივანიშვილი ავსტრალიის ხანძართან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ქვეყნის დასახმარებლად გზებს ეძებს. 

„ჩემი ფიქრები და ლოცვა ახლა ავსტრალიისკენაა მიმართული. ამ ეტაპზე ვეძებ დახმარებისა და პროცესში ჩართვის გზებს. მანამდე კი გთხოთ, გააზიაროთ ეს პოსტი, რათა ავამაღლოთ ცნობიერებ. ავსტრალიის ხანძრის შედეგად დაიწვა 12 მილიონი აკრი, რაც უფრო მეტია, ვიდრე კალიფორნიის, ამაზონისა და ციმბირის ხანძარები ერთად აღებული. კლიმატის ცვლილება ფაქტია“, – წერს ბერა ივანიშვილი. 

შეგახსენებთ, ოქტომბერში ბერა ივანიშვილმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობდა, რომ საკუთარი მძიმე შრომით მოპოვებული დანაზოგიდან, და ოჯახის დახმარებით, ამაზონის ტყეებში ხანძრებთან საბრძოლველად 1,1 მილიონ დოლარს რიცხავდა. ამავე მიმართვაში ივანიშვილი საზოგადოებას ქველმოქმედებისკენ მოუწოდებდა. 

"მოგიწოდებთ ყველას, მიიღოთ მონაწილეობა და იმოქმედოთ. ნებისმიერი კონტრიბუცია, მიუხედავად რაოდენობისა, აზრიანი და მნიშვნელოვანია. ერთად შეგვიძლია შეცვლა. გმადლობთ და ღმერთმა დაგლოცოთ,"- აცხადებდა ბერა ივანიშვილი მიმართვაში.

ამის შემდეგ ბრაზილიურმა გარემოსდამცველმა ორგანიზაციამ „იესეიმ“ (ISA – „სოციალურ-ეკოლოგიური ინსტიტუტი“) ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ ბერა ივანიშვილი ეკოლოგიური კამპანიის „ტყის ხალხის“ (#PovosDaFloresta) ახალი ელჩი გახდა. ნოემბერში ბერა ივანშვილი ბრაზილიაში გაემგზავრა. 

ავსტრალია რამდენიმე თვეა, მასშტაბურ ხანძარს ებრძვის. სექტემბრიდან დღემდე სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა, 1500-მდე სახლი განადგურდა.

დაიწვა მილიონობით ჰექტარი ტყის ფართობი. განადგურდა 500 მილიონზე მეტი ცხოველი, მათ შორის კოალების პოპულაციის 30%-ზე მეტი. მდგომარეობას ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა ართულებს. ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ავსტრალიაში ტყის ხანძრების ჩაქრობაში 3000 სამხედრო ჩართოს. 

მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ხანძრების შემდეგ ქვეყნის რეაბილიტაციისთვის 1,4 მლრდ დოლარს გამოყოფენ. ამის შესახებ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა განაცხადა.

ახალი სამხრეთ უელსის შტატში, ტყის ხანძრების საბრძოლველად ინტერნეტკამპანია შეიქმნა, რომელის ფრაგლებში 48 საათის განმავლობაში 20 მილიონი დოლარი შეგროვდა. კამპანიის ინიციატორი ავსტრალიელი კომიკოსი, სელესტე ბარბერსი იყო, რომელმაც 3 იანვარს სოციალურ ქსელში მოუწოდა მსოფლიოს ავსტრალიას ხანძრის ჩაქრობაში დახმარებოდა. სტიქიის გამო, მსახიობის ოჯახს, ახალი სამხრეთ უელსის შტატის ქალაქ იდენში თავისი სახლის დატოვება მოუწია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system