თავში

"ვეღარც ვტირი, მგონია რომ გამოვა და ვნახავ"- გიორგი შაქარაშვილს მეგობრები იხსენებენ

"ვეღარც ვტირი, მგონია რომ გამოვა და ვნახავ"- გიორგი შაქარაშვილს მეგობრები იხსენებენ
ვეღარც ვტირი, მგონია რომ გამოვა და ვნახავ- გიორგი შაქარაშვილს მეგობრები იხსენებენ

ახალგაზრდა ფეხბურთელს მეგობრები იხსენებენ.

მათ მონათხრობს და კადრებს ტელეკომპანია "პირველი" ავრცელებს.

"თმა ჰქონდა ხოლმე სულ გასწორებული, მაგრამ სავარცხელი მაინც უნდა ჰქონოდა ჯიბეში და კიდევ თმის ჟელეც,"- იხსენებს ერთ-ერთი მეგობარი.

"ერთხელ მითხრა, რომ მე წარმატებებს როცა მივაღწევ არ მინდა მდიდარი ვიყოო, რადგან სხვას არ აქვსო,"- ამბობს გიორგი შაქარაშვილის კიდევ ერთი მეგობარი.

"ვეღარც ვტირი, რადგან მგონია რომ დღეს გამოვა და ვნახავ,"- ამბობენ მეგობრები.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, -აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალურიპროკურატურა ავრცელებს.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლითაც გაგრძელდება.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების პროცესში დაიკითხნენ სპორტსმენებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა..

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system