თავში

მარნეულში 100 პაციენტზე გათვლილი საველე ჰოსპიტალი მოეწყო - VIDEO

მარნეულში 100 პაციენტზე გათვლილი საველე ჰოსპიტალი მოეწყო
მარნეულში 100 პაციენტზე გათვლილი საველე ჰოსპიტალი მოეწყო - VIDEO

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ 100 პაციენტზე გათვლილი საველე ჰოსპიტალი მოეწყო. საველე ჰოსპიტლის შიდა და გარე ინფრასტრუქტურა ტექნიკურად სრულად არის აღჭურვილი.

ამასთან, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებით მოეწყო ტრიაჟის კარავი, სადაც საჭიროების შემთხვევაში მოხდება პაციენტების მდგომარეობის შეფასება, ასევე გამართულია ბოქსირებული და სტანდარტული პროცედურების შესაბამისი კარვები.

ადგილზე მოეწყო სპეციალური სივრცე, სადაც ინტენსიურად მოხდება იმ პერსონალის დეზინფექცია, ვისაც შეხება ექნება საველე ჰოსპიტალში მყოფ პირებთან.

საველე ჰოსპიტლის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

საკარანტინო ზონას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დრონებით სრულად აკონტროლებს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები.

შეგახსენებთ, მარნეულსა და ბოლნისში კარანტინია გამოცხადებული. მოწყობილია 12 საგუშაგო. ასევე მოეწყო საველე ჰოსპიტალი.

აღნიშნული გადაწყვეტილება, მარნეულში კორონავირუსის დაფიქსირებამ გამოიწვია. ინფიცირებულია შუახნის ქალი, რომელსაც 90-ზე მეტ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ინფიცირებული წლისთავზე იმყოფებოდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 67 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 9 უკვე გამოჯანმრთელდა. 8 პაციენტმა კლინიკა დატოვა. ეცხრე გამოჯანმრთელებული პაციენტი, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დღეს დატოვებს. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 4055 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252 პაციენტი რჩება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system