თავში

"ველი დედა-ეკლესიისგან დაუყოვნებლივ და არა ორაზროვან რეაგირებას" - სააკაშვილი

"ველი დედა-ეკლესიისგან დაუყოვნებლივ და არა ორაზროვან რეაგირებას" - სააკაშვილი
ველი დედა-ეკლესიისგან დაუყოვნებლივ და არა ორაზროვან რეაგირებას - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მეუფე იაკობის განცხადებას სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება და ეკლესიისგან დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვს.

"ემანდ ფრთხილად, ეგ იარაღი, რომლის აღებისკენ მოუწოდებ მთლად იქ არ აღმოგაჩნდეს სადაც მოგეწონებოდა "მეუფე".

იმედია, ყველა პატრიოტი სასულიერო პირი გაემიჯნება ამ უპრეცედენტოდ სამარცხვინო განცხადებას!

მე როგორც საქართველოს ეკლესიის რიგითი შვილი შეურაცხყოფილი ვარ ყველა სხვა მორწმუნე "ნაციონალთან" და ზოგადად, ყველა ნორმალურ ადამიანთან ერთად. ველი დედა-ეკლესიისგან დაუყოვნებლივ და არა ორაზროვან რეაგირებას", - წერს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე.

ცნობისთვის, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა თქვა, რომ ქართველი კაცი "ნაციონალების" დაბრუნებას არ დაუშვებს, იარაღსაც აიღებს ხელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system