თავში

"ველოსიპედზე პირბადე რატო არ გიკეთიაო" - დაჯარიმებული მოქალაქე

"ველოსიპედზე პირბადე რატო არ გიკეთიაო" - დაჯარიმებული მოქალაქე
ველოსიპედზე პირბადე რატო არ გიკეთიაო - დაჯარიმებული მოქალაქე

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, ზურა კეკელიძე წერს, რომ მას ველოსიპედით გადაადგილებისას პირბადე არ ეკეთა, რის გამოც საპატრულო პოლიციამ დააჯარიმა. 

მისი თქმით, პოლიციის თანამშრომლებმა არ გაითვალისწინეს მისი არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, ჰქონდა თუ არა მას გადატანილი კორონავირუსი, რამდენად რთულია ველოსიპიდით გადაადგილებისას პირბადით სუნთქვა და ა.შ.

"აი ესე ბედნიერად დამაჯარიმეს ველოსიპედზე პირბადე რატო არ გიკეთიაო. კოვიდი გადატანილი გაქვს, გარეთ ყინავს, ველოსიპედის ტარების დრო პირბადეში სუნთქავ თუ ვერ სუნთქავ ეგ არ აინტერესებთ", - წერს სოციალურ ქსელში ზურა კეკელიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system