თავში

ვემიჯნებით ყველას, ვინც შეეცდება მშვიდობიან მოძრაობას ჩირქი მოსცხოს - ვარლამ გოლეთიანი

ვემიჯნებით ყველას, ვინც შეეცდება მშვიდობიან
ვემიჯნებით ყველას, ვინც შეეცდება  მშვიდობიან მოძრაობას ჩირქი მოსცხოს - ვარლამ გოლეთიანი

"რიონის ხეობის მცველის", ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, მათ მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები იკრიბებიან. 

გოლეთიანის განმარტებით, მათ მოსალოდნელი დაპირისპირების შესახებ პოლიცია უკვე გააფრთხილეს. მისივე თქმით, დაპირისპირება ხელისუფლების ინტერესშია. 

"ჩვენ არცერთ ჯგუფთან პიროვნული დაპირისპირება არ გვაქვს და პოზიცია გვაქვს ასეთი, რომ მშვიდობიანი პროტესტია. ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ სხვა ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები იკრიბებიან ჩვენს აქციაზე. ჩვენ მივმართეთ პოლიციის უფროსს მივმართეთ და ვუთხარით, რომ შესაძლოა მოხდეს დაპირისპირება, რაც შესაძლოა გამოიწვისო მშვიდობიანი აქციის დისკრედიტაცია, რაც ცალსახად ხელისუფლების ინტერესია. ამ ყველაფრისგან თავის ასარიდებლად და პრევენციისთვის ვაკეთებთ ამ განცხადებას, რომ გავემიჯნოთ მთელ ამ პროცესს. ჩვენ ამ პროცესთან არანაირი კავშირი არ გვაქვს, თუ სხვადასხვა ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები აქ მოვლენ და დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, შევლენ პოლიციასთან დაპირისპირებაში, ჩვენ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეები ვინც აქ ვდგავართ, გადავინაცვლებთ ოდნავ ქვემოთ კარვებთან. ჩვენ ვემიჯნებით ყველას, ვინც შეეცდება ჩვენს მშვიდობიან მოძრაობას ჩირქი მოსცხოს", - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ცნობისთვის, დღეს, "რიონის ხეობის მცველებს"  "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა სოლიდარობა გამოუცხადა. 

ამასთან, ცოტა ხნის წინ, სოფელ გუმათში სადაც აქცია მიმდინარეობს "ქართული მარშის" წევრები ჩავიდნენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system