თავში

ვემხრობი სავალდებულო ვაქცინაციას - გამყრელიძე

ვემხრობი სავალდებულო ვაქცინაციას - გამყრელიძე
ვემხრობი სავალდებულო ვაქცინაციას - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოში წარადგინა დამუშავებული პაკეტი ე.წ. მწვანე პასპორტებთან მიმართებით. სამდივნო ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად განიხილავს და მიიღებენ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოზე ამჟამად ძირითადად დისკუსია მიმდინარეობს მწვანე კოვიდპასპორტებთან დაკავშირებით. 

გამყრელიძე ამბობს, რომ თავად სავალდებულო ვაქცინაციას ემხრობა.

„ვაქცინაციასთან დაკავშირებით სავალდებულოობა საკმაოდ რთული გადაწყვეტილებაა. ყოველ სამშაბათს ვამბობს, რომ მე, როგორც ამირან გამყრელიძე, ვემხრობი ამას. ხშირად მითქვამს, საკოორდინაციო საბჭო იმიტომ არის საკოორდინაციო საბჭო, რომ იქ ერთპიროვნული გადაწყვეტილებები არ მიიღება, არამედ მიიღება შეთანხმებული გადაწყვეტილებები განხილვისა და კონსენსუსის წესით. გიდასტურებთ, აცრებში სავალდებულოობა არის ერთ-ერთი რთული გადაწყვეტილება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system