თავში

პრემიერი: სამუშაო ადგილები ქვეყნისთვის დიდი გამოწვევაა

პრემიერი: სამუშაო ადგილები ქვეყნისთვის დიდი გამოწვევაა
პრემიერი: სამუშაო ადგილები ქვეყნისთვის დიდი გამოწვევაა

სამუშაო ადგილები არის უაღრესად დიდი გამოქვევა ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, ყველას კარგად გვესმის რომ არ გვილხინს. თუმცა, უნდა ვიმუშავოთ მეტი კონცენტრირებულად, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. 

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება მომავალ წელს სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით. პრემიერის განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტი მოქალაქეებზე მორგებულია.

,,ძალიან კარგად გვესმის, სანამ ჩვენი ეკონომიკური განვითარება არ მიაღწევს აუცილებელ დონეს, სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, იზრუნოს საზოგდოების განსაკუთრებით დაუცველ ფენებზე. სწორედ ამიტომ 2020 წლის ბიუჯეტი ერთმნიშვნელოვნად არის მორგებული და ორიენტირებული ჩვენს მოქალაქეზე. ამ ბიუჯეტის მიხედვით ყველა პენსიონერს, ასევე პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, პენსია გაეზრდებათ 20 ლარით, ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს პენსია გაეზრდებათ დამატებით 30 ლარით, მთაში მცხოვრებ პენსიონერებს, რომლებმაც მიაღწიეს 70 წელს, თვიური პენსია დაახლოებით 300 ლარი ექნებათ, სრულ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლებისთვის, ხელფასი გაიზრდება წლის განამვლობაში დაახლოებით 300 ლარით. ამ წლის ბიუჯეტის შესაბამისად, სახელფასო ზრდები ექნებათ როგორც ბაღის მასწავლებლებს, ასევე მასწავლებლებს, სასწრაფო და სოფლის ექიმებს, ჯარისკაცებს, პოლიცილებს და ასევე კულტურის მუშაკებს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system