თავში

ვერ მეუბნებიან, როდის გამწერენ - როგორია გედევან ფოფხაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ვერ მეუბნებიან, როდის გამწერენ - როგორია გედევან ფოფხაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა
ვერ მეუბნებიან, როდის გამწერენ - როგორია გედევან ფოფხაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მცირედი ანთებითი პროცესები დამიფიქსირდა და ამის გამო ჯერ ვერ მეუბნებიან, როდის გამწერენ - ამის შესახებ პარტია "ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის" წევრმა, გედევან ფოფხაძემ report.ge-ს განუცხადა. 

დეპუტატი, რომელიც კორონავირუსით არის ინფიცირებული, აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის COVID-19- ისთვის დამახასიათებელი არცერთი სიმპტომი აღარ უფიქსირდება.

“ არანაირი სიმპტომები აღარ მაქვს, უბრალოდ ბოლოს იყო რაღაც მცირედი ანთებითი პროცესები და ამის გამო ჯერ პასუხს არ მეუბნებიან, თუ როდის გამწერენ. დანარჩენი, როცა გავა ორი კვირა, ეს სტანდარტული ვადაა, ხელახლა ჩამიტარებენ ტესტს და პასუხის მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას. . სიმპტომები, ბოლო ხუთი დღეა, აღარ მაქვს" - განაცხადა გედი ფოფხაძემ

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატს, გედევან ფოფხაძეს კორონავირუსი 13 სექტემბერს დაუდასტურდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system