თავში

ვერ წარმომიდგენია, ბავშვი "პოლის ჯოხის" გადამტვრევის შემდეგ ჯანმრთელი დარჩეს - ჯაღმაიძე

ვერ წარმომიდგენია, ბავშვი "პოლის ჯოხის" გადამტვრევის შემდეგ ჯანმრთელი დარჩეს - ჯაღმაიძე
ვერ წარმომიდგენია, ბავშვი პოლის ჯოხის გადამტვრევის შემდეგ ჯანმრთელი დარჩეს - ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ იატაკის საწმენდი ჯოხის გადამტვრევის შემდეგ ბავშვი ფიზიკურად ჯანმრთელი ვერ დარჩებოდა. ამის შესახებ მან ნინოწმინდის პანსიონში ბავშვებზე ძალადობის შესაძლო ფაქტებზე საუბრისას განაცხადა.

ანდრია ჯაღმაიძის მტკიებით, "რიგი მონათხრობი" სიმართლე არ ჰგონია. მისივე განცხადებით, ეს ისტორიები გამოსაკვლევი და გამოსაძიებელია.

"გამოსაკვლევია ის, რომ რკინის კეტით სცემდნენ ბავშვს; გამოსაკვლევია, რომ "პოლის ჯოხი" გადაატეხეს თავზე; გამოსაკვლევია ის, რომ 2 დღე-ღამის განმავლობაში ბავშვი არ დააძინეს. როგორ წარმოგიდგენიათ, 2 დღე-ღამის განმავლობაში როგორ არ უნდა დააძინონ ბავშვი. ეს ჩვეულებრივი ამბავი არ არის, ჩვეულებრივი ნათქვამი არ არის, ამას სჭირდება გამოძიება, ერთმა სადისტმა აღმზრდელმა არ დააძინა 2 დღის განმავლობაში თუ რამდენიმე მორიგეობდა, რომ ბავშვს არ დაეძინა, ხომ გამოსაკვლევია, საინტერესო, დაუჯერებელი ამბავია, ამიტომ გამოსაკვლევია, დიახაც. მე არ წარმომიდგენია, რომ "პოლის ჯოხის" გადატეხვის შემდეგ ბავშვი დარჩეს ფიზიკურად ჯანმრთელი", - თქვა ჯაღმაიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system