თავში

ვერის ბაღში აქციის მონაწილეები იკრიბებიან

ვერის ბაღში აქციის მონაწილეები იკრიბებიან
ვერის ბაღში აქციის მონაწილეები იკრიბებიან

ფილმის And Then We Dance სეანსის გამართვის მოწინააღმდეგეები ვერის ბაღში იკრიბებიან. ისინი ლოცულობენ და თანამოაზრეებს ელოდებიან.

როგორც Report.ge-ს ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, შეკრებილებს მიმართა ლევან ვასაძემ. მისი თქმით გუშინ პრემიერა არ შემდგარა.

„ყველას ვაჩვენეთ, რომ ამ ფილმის ჩვენება პოლიციის გარეშე ვერ მოხერხდება. არ ვხედავ გუშინდელის განმეორების საფრთხეს. ჩვენი პროტესტი გაგრძელდება პლაკატების გამოდგმით ან პარაკლისის გადახდით“, - განაცხადა ვასაძემ. მან ბიძინა ივანიშვილსაც მიმართა და თქვა, რომ ამ ფაქტის შემდეგ მას აღარ აქვს საქართველოში ყოფნის უფლება.

ვერის ბაღში შეკრებილებს შორის იმყოფებიან გურამ ფალავანდიშვილი და რამდენიმე სასულიერო პირი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system