თავში

ვერც კი მიხვდა, ისე ატვირთა ეს ვიდეო და თავისი უკეთური სახე აჩვენა - დედა სოსანა

ვერც კი მიხვდა, ისე ატვირთა ეს ვიდეო და თავისი უკეთური სახე აჩვენა - დედა სოსანა
ვერც კი მიხვდა, ისე ატვირთა ეს ვიდეო და თავისი უკეთური სახე აჩვენა - დედა სოსანა

დედა სოსანა (ბოლქვაძის) განცხადებით, თავადაც და მორჩილი ნინოც, რომლებიც ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ მარტვილის წმინდა ნინოს მონასტრიდან გაათავისუფლა და სინანულისთვის ცაგერში მდებარე მონასტერში გაამწესა, უსამართლოდ ისჯებიან. 

დედა სოსანა "რუსთავი 2-ის" ეთერში განმარტავს, რომ მიტროპოლიტმა სტეფანემ ეპარქიაში დაფარული კრება სხვა სასულიერო პირებს გადააღებინა და იმის მიუხედავად, რომ კანონის თანახმად არსებული კრება არ უნდა გასაჯაროვებულიყო,  მიტროპოლიტმა სტეფანემ აღნიშნული კრების ვიდეომასალა სოციალური ქსელით მაინც გაავრცელა. 

"დღეს ჩვენ ვისჯებით იმის გამო, რომ გული შეგვტკივა დღევანდელ ეკლესიაში არსებულ და გამეფებულ უზნეობასა და უწესრიგობაზე, უსამართლობაზე. 

ჩვენ, დღეს ქრისტიანული სამართლის კანონების დაცვისთვის ვიდევნებით. იმისთვის, რომ გვინდა და გვსურს სამართლიან ეკლესიაში ცხოვრება იმ ტკივილისათვის, ჩვენი მრევლის და ხალხის გულისტკივილი გვტკივა და მიგვაქვს მაღალ იერარქთან, ამაზე ვმსჯელობთ, ვსაუბრობთ და პირდაპირ შეურაცხყოფაზე გადმოდიან მღვდელმთავრები. ჩვენ არ ვისჯებით დღეს რაღაც მორჩილების შეუსრულებისათვის. ჩვენ დღეს ეკლესია პირდაპირ გვსჯის იმისათვის, რომ ხმამაღლა ვსაუბრობთ ჩვენს გულისტკივილზე, საქართველოს ეკლესიაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე.

გვინდა ეს პრობლემები მოგვარდეს გაფართოებულ კრებაზე კანონებისა და სამართლის ფარგლებში. მეტი სხვა მოთხოვნა ჩვენ არ გვაქვს და ამ მოთხოვნისათვის ჩვენ დღეს ეკლესიიდან გვდევნიან.

მე არავის უფლებებს და პოზიციას არ ვიცავდი, მე მივედი ჩემი გულისტკივილით და ჩემი კითხვებით. მხოლოდ ამისთვის დაფარულ კრებაზე, რომელიც წესით არ უნდა გამჟღავნებულიყო ასე საქვეყნოდ. ეს არის ყველაზე გასაოცარი, რომ თვითონ სტეფანე კალაიჯიშვილი იღებდა თავისი დედების მეშვეობით ამ კრებას და თვითონ ატვირთა და გაავრცელა.

მან მონასტერში ჩამოიყვანა სვანეთსა და ცაგერის ეპარქიიდან დედები, ასევე კახეთის ეპარქიიდან მონაზვნები და მათ მისცა უფლება, რომ ეს ყველაფერი გადაეღოთ.

ის ვერ მიხვდა ისე გაავრცელა ეს ვიდეო და თავისი უკეთური სახე აჩვენა, შეურაცხყო მთელი ბერ-მონაზონთა დასი, მიაყენა უმძიმესი შეურაცხყოფა.

ვფიქრობ, რომ ასეთ მღვდელმთავარზე უნდა იზრუნოს ზნეობრივმა კომისიამ და სინანულისთვის თუ დღეს ვინმე უნდა გაუშვან ეპარქიიდან და დაატოვებინონ ყველა თავისი თანამდებობა ეს არის ამ მომენტში სტეფანე კალაიჯიშვილი,"- განაცხადა დედა სოსანა (ბოლქვაძემ).

ცნობისთვის, დედა სოსანას მიმართ უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტზე ქალთა მოძრაობის წარმომადგენლებმა დღეს მარტვილის პოლიციაში საჩივარი შეიტანეს, რადგან მარტვილის წმინდა ნინოს მონასტრის ყოფილ წინამძღვარს დედა სოსანასა და მორჩილ ნინოს ამ დრომდე არ ეძლევათ საშუალება, მონასტერში შევიდნენ და საკუთარი პირადი ნივთები გამოიტანონ.

ცნობისთვის, მარტვილის დედათა მონასტრის წინამძღვარს, დედა სოსანას უფლებამოსილება ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილმა შეუჩერა. მეუფე სტეფაენს ბრძანებით ორივე მონაზონი საეკლესიო წესების უხეში დარღვევისთვის ისჯება.

დედა სოსანა და მორჩილი ნინო გუშინ, 1 აპრილს, საპატრიარქოსთან გამართულ აქციაზეთბილისში იმყოფებოდნენ, მარტვილში დაბრუნების შემდეგ კი ისინი ღამით მონასტერში აღარ შეუშვეს.

ეპარქიიდან გარიცხული მონაზვნები ითხოვნდნენ, რომ მათთვის მონასტერში რამდენიმე ღამის გათევის უფლება მიეცათ, ვიდრე წასასვლელს ნახავდნენ. თუმცა ეპარქიის ფინანსურმა მენეჯერმა ივანე კალაიჯიშვილმა მონაზონს უთხრა, რომ მონასტერში მხოლოდ პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად პირადი ნივთების გამოსატანად შეუშვებდნენ. როგორც ირკვევა, მონაზვნები მონასტერში არც პირადი ნივთების გამოსატანად შეუშვეს.

ერთ-ერთი ვერსიით, გათავისუფლების მიზეზი ის გახდა, რომ ჭყონდიდის ეპარქიის მონაცვნები ლოცვებში პატრიარქს არ მოიხსენიებენ.

,,სანამ პატრიარქი არის ამ ბრალით, რომ მას ედება მამათმავლობის ცოდვა, სანამ არ ჩატარდება სინოდი და ამ საკითხს არ განიხილავენ, მე არ ვაპირებ პატრიარქის მოხსენიებას. მან დამსაჯა ორი მუხლით", - აცხადებდა დედა სოსანა.

მისივე თქმით, წინამძღვრობიდან გადაყენების შესახებ წინასწარ არავის გაუფრთხილებია. მან თათბირზე მეუფე სტეფანეს იმ ბრალდებების დამტკიცებისკენ მოუწოდა, რაც ეპარქიის ყოფილ მიტროპოლიტს მეუფე პეტრე ცაავას წაუყენა. კერძოდ, პეტრე ცაავა მარტვილის ახალმა მიტროპოლიტმა უკანონო შვილის ყოლაში დაადანაშაულა.

მეუფე პეტრე ბრალდებებს პასუხობს და ამბობს, რომ ეკლესაში მისვლის შემდეგ ცოლ-ქმრული ურთიერთობა არ ჰქონია. მისი მტკიცებით, აღთქმას პატიოსნად ინახავს. პეტრე ცაავა მზად არის, სიმართლის დასამტკიცებლად DNM-ის ანალიზი გაიკეთოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system