თავში

ვერც კი წარმომიდგენია, ექიმმა ამაზე როგორ უნდა თქვას უარი - გუგა ქაშიბაძე

ვერც კი წარმომიდგენია, ექიმმა ამაზე როგორ უნდა თქვას უარი - გუგა ქაშიბაძე
ვერც კი წარმომიდგენია, ექიმმა ამაზე როგორ უნდა თქვას უარი - გუგა ქაშიბაძე

ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრის დირექტორი, გუგა ქაშიბაძე ამბობს, რომ ვაქცინაციის ჩატარებით, კოლეგებისა და მოქალაქეებს მაგალითი მისცა. 

როგორც ქაშიბაძე ამბობს, ვაქცინაცია კორონავირუსთან ბრძოლაში ერთადერთი გამოსავალია.

"ბევრი კითხვა არც დამისვამს და არც მიფიქრია, გამეკეთებინა თუ არ გამეკეთებინა. იმიტომ რომ ვგრძნობდი, დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი ვარ, გარკვეული მაგალითიც უნდა ვყოფილიყავი ჩემი კოლეგებისთვის, ჩემი მედდებისთვის და ჩემი პაციენტებისთვის. იმიტომ რომ, ვერც კი წარმომიდგენია, ექიმმა ამაზე როგორ უნდა თქვას უარი. ვაქცინა გუშინ, ან გუშინწინ არ მოუგონიათ, მით უმეტეს, ყველას გათავისებული გვაქვს, რომ კოვიდის საწინააღმდეგო ბრძოლაში, ამაზე უკეთესი გამოსავალი დღესდღეობით, არ არსებობს,“ - ამბობს გუგა ქაშიბაძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system