თავში

ვეტერან დევნილებსა და მათ ოჯახებს 60 ბინა გადაეცათ

ვეტერან დევნილებსა და მათ ოჯახებს 60 ბინა გადაეცათ
ვეტერან დევნილებსა და მათ ოჯახებს 60 ბინა გადაეცათ

დევნილ ვეტერანთა 60 ოჯახი ქუთაისსა და ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მფლობელი გახდა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვეტერანი დევნილების განსახლების სპეციალური პროექტი წელს პირველად განხორციელდა.

„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რადგან ჩვენს დევნილ ვეტერანებსა და მათ ოჯახებს გავუუმჯობესეთ საცხოვრებელი პირობები და გადავეცით ახალი ბინები. ეს პროექტი მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენთვის ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ვეტერანებს, რომლებმაც იბრძოლეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, საქართველოს თავისუფლებისთვისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის სახელმწიფო შესაბამისად დაუდგეს მხარში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დევნილთა სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, ვეტერან დევნილებსა და მათ ოჯახებს ახალ ბინებში ღირსეული საცხოვრებელი პირობები ექნებათ.

„ჩვენი მიზანია, რომ დევნილ ვეტერანებსა და მათ ოჯახებს ისეთივე ღირსეული საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ, როგორ ღირსეულადაც ემსახურნენ ჩვენს სამშობლოს. დღეს, ახალი საცხოვრებელი დევნილ ვეტერანთა 60 ოჯახს გადავეცით. დამატებით, 100-მდე ოჯახმა ადმინისტრაციული დაპირება მიიღო, რომლის თანახმადაც საცხოვრებელ ფართებს მიმდინარე წელს მიიღებენ“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების პროცესი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აქტიურად მიმდინარეობს. 2021 წლის ბოლომდე, ახალ საცხოვრებელი, დამატებით, 3000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system