თავში

ვეტერანებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ

ვეტერანებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ
ვეტერანებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ

ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევები ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ) ჩაატარეს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, აქციის ფარგლებში, გულის ცენტრის მედპერსონალმა კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება 50-ზე მეტ ბენეფიციარს გაუწია.

სხვადასხვა პროფილის ექიმებთან განხორციელდა 200-ზე მეტი ვიზიტი. აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. როგორც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში განმარტავენ, მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება, რომელთა შესახებ ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ“,- აცხადებენ კარდიოლოგიის ცენტრში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system