თავში

ვეტერანთა დასვენების პარკში სკეიტ პარკი გაიხსნა

ვეტერანთა დასვენების პარკში სკეიტ პარკი გაიხსნა
ვეტერანთა დასვენების პარკში სკეიტ პარკი გაიხსნა

ნაძალადევის რაიონში თბილისის მერმა კახა კალაძემ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში სკეიტ პარკი გახსნა. 

"ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ეს ტერიტორია ყოველთვის სავსეა ხალხით. ყველა ასაკის ადამიანი დადის აქ და ისვენებს. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნულ სკეიტ პარკს ახალგაზრდები აუცილებლად გამოიყენებენ.

ზოგადად, სკეიტ პარკები მზიურის პარკსა და დედაენის ბაღში უკვე გავაკეთეთ და ამით ბევრი ახალგაზრდა სარგებლობს. ეს მიდგომა და დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება. ზუსტად ასეთი პროექტები გვჭირდება", - განაცხადა კახა კალაძემ. 

სკეიტ პარკის მშენებლობა 2021 წლის მარტში დაიწყო. პროექტის ბიუჯეტი 450 164 ლარს შეადგენს. სკეიტ პარკი 508 კვ.მ-ზე, სპორტული ცენტრების და სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში მოეწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system