თავში

ვეუბნებოდი, ნუ გეშინია, მოვდივართ, ვეღარ მივუსწარით - ივლიტა ჯიბუტის მამა ტრაგედიას იხსენებს

ვეუბნებოდი, ნუ გეშინია, მოვდივართ, ვეღარ მივუსწარით - ივლიტა ჯიბუტის მამა ტრაგედიას იხსენებს
ვეუბნებოდი, ნუ გეშინია, მოვდივართ, ვეღარ მივუსწარით - ივლიტა ჯიბუტის მამა ტრაგედიას იხსენებს

13 ივნისის სტიქიის დროს გარდაცვლილი 23 წლის ივლიტა ჯიბუტის მამა, სა­სუ­ლი­ე­რო პირი, მამა გი­ორ­გი (ჯი­ბუ­ტი) ტრა­გე­დი­ის ღა­მეს იხ­სე­ნებს და შვილის გარ­დაც­ვალე­ბის შემ­დგომ სირთუ­ლე­ზე სა­უბ­რობს.

“ღმერთმა მაჩუქა ივლიტა, ორი თანაც… როცა დაიბადა ივლიტა (შვილიშვილი), სიხარულის გრძნობა მქონდა რა თქმა უნდა, რომ გრძელდება შვილის სიცოცხლე ჩემი  ამ პატარების სახით. მადლობელი ვარ ჩემი შვილების, რომ ეს სახელი დაარქვეს. ჩემთვის სასიხარულოა, რომ ორივეს ჰქვია ივლიტა. სიხარულის გრძნობაა, მაგრამ ჩემ შვილს ხომ ვერ შეცვლის თავისთავად. 13 ივნისის საღამოს, როცა სახლშიც შემოაღწია წვიმამ, ჩემს შვილს დავურეკე, ორშაბათს გამოცდა ჰქონდა და დავრეკე, რომ ბავშვებს წვიმის არ შეშინებოდათ. ივლიტამ მიპასუხა, რომ დათო სახლშია და მეც დავმშვიდდი. 12-ის ნახევარზე კი უკვე დათომ დარეკა, ჩქარა სახურავზე ვართ და მაშველები გამოიძახეო.

დავრეკეთ. გამოაგზავნეს მაშველები. დაახლოებით, 10-15 წუთში მოვიდნენ. ვეუბნებოდი, ნუ გეშინია, მოვდივართ. ვეღარ მივუსწარით… ჩემი სიძე დავინახე წყლიდან ამოდიოდა და ყვიროდა.ძნელია, წარმოუდგენელია, მშობელმა შვილი დაკარგოს. მანამდე ხშირად მიფიქრია, რომ ღმერთო, ჩიტსაც ნუ მოუკლავ შვილს, მაგრამ ცხოვრება მაინც გრძელდება. მე 5 შვილიშვილი მყავს და ყველას თავისი ყურადღება და მოფერება სჭირდება.

ახლა მონატრება უფრო მეტია…”-  ამბობს ივლიტა ჯიბუტის მამა “მთავარ არხთან”.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system