თავში

ვფიქრებ მზად იქნება სასამართლოსთვის - სააკაშვილის მკურნალი ექიმი

ვფიქრებ მზად იქნება სასამართლოსთვის - სააკაშვილის მკურნალი ექიმი
ვფიქრებ მზად იქნება სასამართლოსთვის - სააკაშვილის მკურნალი ექიმი

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის მკურნალმა ექიმმა, ნინო გოგორიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

გოგორიშვილის განცხადებით, პაციენტის ლაბორატორიული ანალიზები ნორმის ფარგლებშია, თუმცა აღენიშნება მცირედი სისუსტე.

"დღეისთვის, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, აღენიშნება მცირე სისუსტე, ლაბორატორიული ანალიზები ნორმის ფარგლებში არის. კვების რაციონი არის გაფართოებული და თითქმის არის უკვე სრული მენიუთი, შედგენილია ენდოკრინოლოგების სრული შეთანხმებით და ძალის აღდგენა მიდის.

დაიწყო უკვე ძალის გააქტიურება და ბატონი მიხეილი ემზადება სასამართლოსთვის. შემიძლია, ვთქვა, რომ დღეისთვის მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ვფიქრობ, რომ ის მზად იქნება სასამართლოსთვის", – განაცხადა ნინო გოგორიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system