თავში

ვფიქრობ ეს შიშიც უნდა დავძლიოთ - თამარ გაბუნია

ვფიქრობ ეს შიშიც უნდა დავძლიოთ - თამარ გაბუნია
ვფიქრობ ეს შიშიც უნდა დავძლიოთ - თამარ გაბუნია

ბავშვებში მომატებული კორონავირუსული შემთხვევების კომენტირებისას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ძირითად შემთხვევებში ინფიცირება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს და მშობლებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. 

მან თქვა, რომ ასეთი სიმპტომები, რაც ბავშვებს არის მსგავსი ნებისმიერი მწვავე რესპირატორული ინფექციის დროს და მისი მკურნალობა ძალიან მსუბუქი საშუალებებითაც არის შესაძლებელი.

"ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი უფრო მაღალი ჰქონდა მსოფლიოს გასული ტალღების განმავლობაში. ახლა, დელტა შტამის და სხვა შტამების მოლოდინმა და იმან, რომ შესაძლოა ამას უკვე უფრო მძიმე მიმართულება ჰქონდეს, გარკვეულად შიში გაზარდა და პაციენტების გარკვეული ნაწილი, უფრო მეტად პედიატრიული პაციენტების მშობლების ნაწილი ითხოვენ ჰოსპიტალიზაციას. 

პედიატრები ცალსახად მიუთითებენ, რომ ბავშვები, რომლებიც მოდიან მათთან არიან საკმაოდ მსუბუქი მიმდინარეობის. შესაძლოა ჰქონდეთ ტემპერატურის მატება, რაც შეიძლება იყოს ნებისმიერი მწვავე რესპირაციული ინფექციის დროს და არანაირ განსაკუთრებულ რისკს ბავშვის ჯანმრთელობისთვის არ წარმოადგენს, ვფიქრობ, ეს შიშიც უნდა დავძლიოთ, იმისთვის, რომ დავუბრუნდეთ სტანდარტული ჰოსპიტალიზაციის პრაქტიკას", - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system