თავში

"ვფიქრობ, ვინც ვაქცინაციას ეწინააღმდეგება, ან უვიცია, ან თავის თავის მტერი" - 90 წლის ბლოგერი

"ვფიქრობ, ვინც ვაქცინაციას ეწინააღმდეგება, ან უვიცია, ან თავის თავის მტერი" - 90 წლის ბლოგერი
ვფიქრობ, ვინც ვაქცინაციას ეწინააღმდეგება, ან უვიცია, ან თავის თავის მტერი - 90 წლის ბლოგერი

90 წლის ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე სოციალურ ქსელში ვაქცინაციასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. 

"მე ვფიქრობ, ვინც ამ პანდემიის დროს ვაქცინაციას ეწინააღმდეგება, ან უვიცია, ან თავის თავის მტერი, ე. ი. ხალხის მტერიც. 

პატარა ვიყავი, როცა საქართველოში ყვავილა ბატონები მძინვარებდა. 

არ ვიცი მეცნიერულ ენაზე ამ ყვავილ ბატონებს რა ჰქვია, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ამ ინფექციურმა დაავადებამ ძალიან ბევრი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა, ან ისე დაამახინჯა, რომ სახეშებურულები დადიოდნენ. 

მაშინ დროულად ჩაერია მედიცინა და ყვავიL ბატონების აცრები დაიწყო. 

სწორედ ამ აცრებმა გვიხსნა ჩვენ ყვავილ ბატონებისაგან. 

ბევრი მშობელი არ ცრიდა შვილს, მაშინ მთავრობამ აცრა სავალდებულო გახადა. მე მეტს არაფერს ვიტყვი. გამგები გაიგებს!!!", - წერს ლამარა აბჟანდაძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system