თავში

ვფიქრობთ მეოთხე დოზის შემოღებაზე - გამყრელიძე

ვფიქრობთ მეოთხე დოზის შემოღებაზე - გამყრელიძე
ვფიქრობთ მეოთხე დოზის შემოღებაზე - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ოთხი დოზით 1000 ადამიანია აცრილი. 

როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დიდი ალბათობით, მესამე, "ბუსტერული" დოზის მსგავსად, მეოთხე დოზის შემოღებაც საჭირო გახდება.

„დაახლოებით, 1000 ადამიანია მეოთხე დოზით აცრილი. ესენი არიან ძირითადად ის მოქალაქეები, ვინც აცრილები იყვნენ „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ და მიემგზავრებიან ისეთ ქვეყნებში, რომელიც ამ ეტაპამდე ჯერ არ ცნობს გარკვეულ ვაქცინებს და ითხოვს FDA-ს მიერ ავტორიზებულ ვაქცინებს. მე მაინც ვფიქრობ, რომ რაღაც ეტაპზე მეოთხე დოზის შემოტანა, ისევე როგორც მესამე „ბუსტერი" შემოვიღეთ, საჭირო გახდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ისრაელმა უკვე მიიღო“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system